გიორგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით  უკრაინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით უკრაინელ ხალხს „უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა და საქართველოში, უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრეს სამსახურიდან აცნობეს.

გიგი წერეთლის განცხადებით, გარდა უკრაინისა ის იმ ქვეყნებსაც უცხადებს სოლიდარობას, რომლის მოქალაქეები ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

„უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ჩვენი მოვალეობაა დღეს გამოვუცხადოთ სოლიდარობა უკრაინელ ხალხს ამ კატასტროფასთან დაკავშირებით. მართალია იქ არა მხოლოდ უკრაინელები იყვნენ, იყვნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც და ეს სამძიმარი ყველას ეკუთვნის, მაგრამ უკრაინული თვითმფრინავია, ეკიპაჟიც უკრაინული იყო და, ბუნებრივია, სწორედ ამიტომაც ამ მიმართულებით უკრაინა არის ყველას ყურადღების ცენტრში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ობიექტური გამოძიება ჩატარებული და რაც შეიძლება სწრაფად. სწორია უკრაინის პრეზიდენტიც განცხადებაც, რომ ყველამ უნდა შეიკავოს თავი დასკვნებისგან, სანამ არ დასრულდება გამოძიება. კარგია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე ჩაერთო ამ გამოძიებაში, რის შესახებაც განცხადებები უკვე გაკეთდა. ჩვენ კი დღეს ვუცხადებთ სოლიდარობას და სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა