ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2020 წელს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი უცხოეთში აკრედიტებულ თავდაცვის ატაშეებს, სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს შეხვდა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გააცნო.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო სტრატეგიულ პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროს ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესს, უზრუნველყოფს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

მათივე ინფორმაციით, მინისტრი სამხედრო დიპლომატებს თავდაცვის უწყების განვითარების 2020 წლის ძირითად პრიორიტეტებზეც ესაუბრა და მან უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურული ცვლილებების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროში თავდაცვის ატაშეეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან