მარტვილში, 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ზუგდიდის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მარტვილის სოფელ ტალერში,7 იანვარს 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ჯემალ ნაჭყებია , ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა.

პროკურორის ლევან ფიფიას განმარტებით, ბრალდებულმა სამზარეულოს დანის გამოყენებით განზრახ მკვლელობა ჩაიდინა და მის მიმართ პატიმრობის გამოყენება აუცილებელია. ფიფიამ მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე ისაუბრა.

თავად დაკავებული ბრალს აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ განზრახ მკვლელობა არ ყოფილა და ის თავს იცავდა.

"შობის ღამეს მოვიდნენ ჩემთან. ორნი იყვნენ. გარდაცვლილმა დალია 4-5 ჭიქა, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი ოჯახის საქმის გარჩევა, რატომ ცხოვრობ საზღვარგარეთ, როდესაც შენი ცოლი აქ მარტო წვალობსო. ამაზე წავკინკლავდით, მერე წავიდნენ. ცოტახანში ეს დაბრუნდა მარტო. დედაჩემმა უთხრა, წადი აწი შვილო სახლშიო, რა დროსაც ხელი ჰკრა და შეაგინა მოხუცს. მერე მე დამიძახა, მოდი აქო და მეც მაგინა. განერვიულებულმა რა ავიღე ხელში, არც მახსოვს. შეშინება მინდოდა. წადი, თორემ მოგკლავ მეთქი, რა დროსაც ყელში მწვდა, დავარტყი მაგრამ არ მახსოვს რამდენჯერ და სად", - ამბობს დაკავებული.

დაცვის მხარე, ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა. მარტვილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 7 იანვარს 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ. დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს