ირანის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას დაპირდა, რომ უკრაინელი ექსპერტების გამოძიების მონაცემებთან წვდომას უზრუნველყოფს

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ ირანული მხარე უკრაინელ ექსპერტებს დაუშვებს ყველა აუცილებელ მონაცემთან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიების ფარგლებში. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.

სააგენტოს უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ როუჰანისთან სატელეფონო საუბრისას, განიხილა თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატრასტროფის საკითხი.

ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე დაიწყო მუშაობა კატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით.

ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, ირანი უკრაინელი ექსპერტების ჯგუფის ოპერატიულ წვდომას უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ მონაცემთან.

უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, რა დროსაც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა