მურად წურწუმიას საქმის პროკურორი - საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელია, თუ გამოიკვეთა კიდევ სხვა მძიმე დანაშაული, მოვახდენთ რეაგირებას

საკმაოდ მძიმე მუხლი აქვს წარდგენილი ორივე ბრალდებულს, საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელია, თუ გამოიკვეთა კიდევ სხვა მძიმე დანაშაული, ამაზეც მოვახდენთ რეაგირებას, - ამის შესახებ ვარკეთილში ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორი ადასტურებს, რომ მურად წურწუმია საავადმყოფოში ბრალდებულ ვახტანგ ბურძენიძის საცხოვრებელი სახლიდან გადაიყვანეს. თუმცა, გუმბერიძე განმარტავს, რომ ეს ფაქტი შესწავლას საჭიროებს.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, უშუალოდ ამ პიროვნების საცხოვრებელი სახლიდან ამოვიღეთ, რითაც ფაქტობრივად დადასტურდა ის ვერსია და ფაქტი, რასაც ბრალდებულები ჩვენს წინაშე აფიქსირებდნენ, რომ მათ სასაფლაოს ტერიტორიიდან გადაიყვანეს მურად წურწუმია. კონკრეტულად ეს მოქმედება, სასაფლაოს ტერიტორიიდან სახლში გადაყვანა, რაღაც პერიოდის გასვლა, შემდეგ სასწრაფო დახმარების გამოძახება, შესწავლას, ჩვენს მიერ შესაბამისი შეფასებების გაკეთებას საჭიროებს. უახლოეს მომავალში, ამასთან დაკავშირებითაც გავაკეთებთ განმარტებას“, - განაცხადა გუმბერიძემ.

მისივე განმარტებით, გარდაცვლილის სისხლიანი ტანსაცმელი მალევე იქნა ბრალდებულ ვახტანგ ბურძენიძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბურძენიძე წურწუმიას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს გამორიცხავს, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, პროკურორი აცხადებს, რომ ეს ბრალდებულის პოზიციაა.

„ეს არის ბრალდებულის პოზიცია, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს წინაშე აცხადებდა. ეს პირი არაერთხელ იქნა ჩვენს მიერ დაკითხული, ასევე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება მასთან ერთად, საგამოძიებო ექსპერიმენტიც, მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა გარდაცვლილი პირის ტანსაცმელი. შესაბამისად, ამ გარემოებებსაც მივაქცევთ ყურადღებას და ამ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება მიგვაჩნია, რომ ამ მოცემულობით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაა. ეს ტანსაცმელი მალევე იქნა აღმოჩენილი, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ამ პირებმა გამოიძახეს, რა თქმა უნდა, ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მალევე მოხდა ყველა იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღება, თუნდაც, საცხოვრებელი სახლიდან, რაც საქმეზე მტკიცებულების სახით გვაქვს დართული.

მურად წურწუმია საწრაფო სამედიცინო დახმარებამ ვახტანგ ბურძენიძის საცხოვრებელი ადგილიდან გადაიყვანა საავადმყოფოში“, - განაცხადა გუმბერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა