საერთაშორისო მედია ვიდეოს ავრცელებს, სადაც, მათი ინფორმაციით, ჩანს, როგორ ეჯახება ირანში რაკეტა უკრაინულ თვითმფრინავს

მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ ვიდეომასალას, სადაც მათი თქმით, ჩანს, როგორ ეჯახება რაკეტა თეირანის ერთ-ერთი გარეუბნის თავზე უკრაინულ თვითმფრინავს.

ვიდეო თავდაპირველად „ნიუ იორკ თაიმსმა“ და СNN-მა გაავრცელეს. CNN-ის ცნობით, ჯერჯერობით ოფიციალურ პირებს კადრების ავთენტურობა არ დაუდასტურებიათ, თუმცა შენობები, რომელიც ჩანს, ნამდვილად თეირანის იმ გარეუბანშია, რომელთანაც ავიაკატასტროფა მოხდა.

ირანის მიერ დაშვებულ შეცდომაზე საუბრობენ ამერიკელი, კანადელი და ბრიტანელი მაღალჩინოსნებიც. კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, უკრაინული ხომალდი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი, დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ ეჯახება ირანში რაკეტა უკრაინულ თვითმფრინავს

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია