გოგი წულაია - ივანიშვილს ნუ უკვირს, მოქალაქეები რომ აგინებენ, დაინტერესდეს, როგორ მუშაობენ მერები და მიხვდება, რატომ არის ასეთი განწყობა

პარტია „თავისუფალი საქართველო" აცხადებს, რომ ქუთაისის მერიაში საწვავის ხარჯები გაზრდილია. პარტიის თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფინგი ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელთან გამართა და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, ამის ფონზე კი მერია 11 თვეში 200 000 ლარის საწვავს არამიზნობრივად ხარჯავს.

გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, დაინტერესდეს, ქალაქებში არსებული პრობლემებით.

„სპეციალურად გავმართე აქ ბრიფინგი, რადგან მეჩვენებინა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები და ამის ფონზე, რა რაოდენობის საწვავს ხარჯავს მერია. მთელი დღე რომ „იტაქსაო“, ამ ოდენობის საწვავს ვერ დახარჯავ და საინტერესოა, სად მიაქვთ? მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ნუ უკვირს, მოქალაქეები რომ აგინებენ, დაინტერესდეს, როგორ მუშაობენ მერები და მიხვდება, რატომ არის ასეთი განწყობები“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, მერიის გარდა დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს საკრებულო და ა(ა)იპ-ები. მერიაში წულაიას საპასუხოდ კომენტარს არ აკეთებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი