კახა კოჟორიძე - კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელის გადავადების შესაძლებლობას, მაგრამ მაღალი ალბათობაა, რომ მამა გიორგი მამალაძის შემთხვევაში ეს არ გააკეთონ

კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელის გადავადების შესაძლებლობას. მაღალი ალბათობა არის, რომ მამა გიორგი მამალაძის შემთხვევაში ეს არ გააკეთონ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კოჟორიძის განმარტებით, მას პრაქტიკაში სასჯელის გადავადების შემთხვევა ჰქონია.

„ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც მე სამართლებრივ დახმარებას ვუწევდი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მიუსაჯეს პატიმრობა აბსოლუტურად უკანონოდ და შემდეგ რამდენიმე თვეში, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მოხდა სასჯელის გადავადება. დღემდე ეს ადამიანი ყოველწლიურად მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო სამედიცინო დოკუმენტაციას წარადგენს და ამის საფუძველზე ყოველწლიურად ხდება სასჯელის მოხდის გადავადება. ანუ ეს შესაძლებელია და კარგი იქნება თუ მიმართავენ. მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად მძიმეა მე, ცხადია, ამას ვერ შევაფასებ, ეს უნდა შეაფასონ ექიმებმა. თუ არის ისეთი მძიმე და როგორც ვრცელდება ინფორმაცია არის ძალიან მძიმე, შესაბამისად შესაძლებელია, კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს, პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ყოფილა. ამას გააკეთებენ თუ არა მამალაძის შემთხვევაში ამის პროგნოზირებას მე ვერ გავაკეთებ, თუმცა უფრო მაღალი ალბათობა არის იმისა, რომ არ გააკეთონ გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულ ოცნებას“ რომ სდომოდა, რომ ეს კაცი, ან საერთოდ არ შესულიყო ციხეში, ან დროზე გამოსულიყო, არაერთი მექანიზმი არსებობს ამის გაკეთების, მაგრამ ეს არ გააკეთეს“,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი სასჯელის გადავადების მოთხოვნით სარჩელს ამზადებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო