7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მეუღლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლის, 20 წლის მიხეილ დვალიშვილის სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. მიხეილ დვალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით, სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის ურთიერთობას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. გორის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე 22 ოქტომბერს იმსჯელა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. მიხეილ დვალიშვილმა სხდომის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 2019 წლის 22 მაისს, შვიდი თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. დაკავებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობის სახედ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს