პროკურორი - ჩვენს პირად პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ მოსამართლეს თვითაცილება განეცხადებინა

ჩვენს პირად პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ მოსამართლეს თვითაცილება განეცხადებინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ თვითაცილების გამოცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ამის შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარე იმსჯელებს, რომელ მოსამართლეს გადაეცემა ეს საქმე.

„მოსამართლემ სასამართლოსა და მოსამართლის შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა ნიკა გვარამია, რის შემდგომაც მან განაცხადა თვითაცილება. ამის შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარე იმსჯელებს, რომელი მოსამართლე განიხილავს ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს, დაგვიკავშირდებიან და ალბათ, გაიწელება ისევ გრაფიკი და გავაგრძელებთ მტკიცებულებების გამოკვლევას", - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, რამდენად სწორია, როცა მოსამართლე ბრალდებულს სასამართლოს გარეთ გაკეთებულ განცხადებაზე სასამართლო პროცესზე სთხოვს პასუხს, პროკურორი პასუხობს, რომ „მოსამართლის ქმედებასა და მის ნათქვამზე შეფასებას ვერ გააკეთებს".

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა. მანამდე მოსამართლემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლისა და სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა