მამუკა მდინარაძე - ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია

დასკვნაში არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ორგანიზაციებისგან ჩვენ ამას მიჩვეულები არ ვართ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან მოსამართლეების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იურიდიულმა კომიტეტმა ამაზე შესაძლოა პასუხი მოამზადოს.

„დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ელემენტებს პროგრესთან, რეფორმასთან დაკავშირებით, კანონმდებლობა არის ისეთი დახვეწილი, რომლის ანალოგი გამჭვირვალობის და ღიაობის თვალსაზრისით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, არის კრიტიკული ნაწილიც. იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ორგანიზაციებისგან ჩვენ ამას მიჩვეულები არ ვართ. მაგალითად ასეთი უზუსტობაა, რომ შშმ პირს ჰქონდა საშუალება მიეღო მონაწილეობა ამ მოსმენებში და ამ შშმ პირის შესახებ არ ჩანს რომ იციან ინფორმაცია, რომ ის პარლამენტარი რატი იონათამიშვილია. ასევე, მითითებულია, რომ ფრაქციების წევრებს ჰქონდათ საშუალება დაეთმოთ სხვა ფრაქციებისთვის დრო, ოღონდ ეს იყო მხოლოდ შიდა პარტიული დათმობა და სხვა ფრაქციის წევრებისთვის არ შეეძლოთ. ანუ არის საკითხები, რომლებიც არის კონტექსტიდან ამოვარდნილი, არის ფაქტობრივი უზუსტობები და ფაქტობრივ უზუსტობებზე დაყრდნობით კრიტიკა რამდენად რეალურია, თქვენ თვითონაც ხვდებით. იმდენი და იმდენად უხერხული ფაქტობრივი უზუსტობაა, არ ვსაუბრობ შეფასებაზე, რომ მგონია, იურიდიული კომიტეტი მოამზადებს თავის პასუხს ან განმარტებას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას და აღნიშნა, რომ მათგან სპეკულაციებს უმრავლესობა მიეჩვია.

„ამას სჭირდება უდიდესი ძალისხმევა თავხედობას კუთხით რომ ამ დასკვნაზე თქვა, ამის გამო შეიძლება ვიღაცამ არ მოინდომოს კომუნიკაცია უმრავლესობასთან. სამწუხაროდ, ჩვენ წელს ამას კიდევ უფრო მივეჩვევით, რომ ოპოზიციის სპეკულაციის ხარისხი იქნება ცაში და ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ვიბრძოლებთ იმ სიცრუის წინააღმდეგ, რასაც ისინი აკეთებენ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა