„იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ" ანგარიში წარადგინა

„იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ" (DMO Imereti) წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ის მთავარი პროექტები, რომელიც სამსახურმა 2019 წელს განახორციელა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მედიისა და კერძო ტურისტული სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ანგარიშის თანახმად, ტურისტთა რაოდენობის სტატისტიკა ქუთაისის მაშტაბით დინამიურია და 2019 წელს ტურისტთა 12-13%-ით ზრდა ფიქსირდება.

ასევე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2020 წლის თებერვალში ქალაქის ბრენდინგის პრეზენტაცია გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო