ირანის სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, უკრაინული ხომალდის, ბოინგ-737-ის „შავი ყუთები“ დაზიანებულია

ირანის სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, უკრაინული ხომალდის, ბოინგ-737-ის „შავი ყუთები“ დაზიანებულია. ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საგამოძიებო საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, თეირანი „შავი ყუთების“ გაანალიზებას დღეს დაიწყებს.

მისივე თქმით, უნდა დადგინდეს ექვემდებარება თუ არა „შავი ყუთები“ აღდგენას. ჰასან რეზაეიფარი ასევე აცხადებს, რომ თუ ირანი ვერ მოახერხებს მონაცემებთან წვდომას, პროცესში რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი ან კანადა ჩაერთვებიან.

ამასთან, CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ თვითმფრინავის ყველაზე დიდი ნატეხები, რომელიც კატასტროფის ადგილზე იყო, ტერიტორიიდან გაიტანეს, რაც ექსპერტების თქმით, გამოძიების საწყის ეტაპზე ძალიან უცნაურია.

თვითმხილველები ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებენ, რომ ადგილზე „სრული ანარქიაა“ და იქ მყოფებს რევოლუციური გვარდიის ოფიცრები, ახლოს მისვლის უფლებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი, დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა