რუსლან აბაშიძემ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უკრაინის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მან ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს მიუსამძიმრა.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი, დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა