გორის მერია ბავშვებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლებს

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გორის მერია პატარებს კიდევ ერთ სანახაობას სთავაზობს. მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილი და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ბავშვები სპექტაკლ „საშობაო სიმღერას” დაესწრებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, წარმოდგენის შემდეგ პატარები თოვლის ბაბუისგან საჩუქარს მიიღებენ და ზღაპრის გმირებსაც შეხვდებიან.

„სპექტაკლი ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორებმა დავით ჩხარტიშვილმა და ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა დადგეს და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად 500 პატარა დაპატიჟეს.

მოწვეული პატარებისთვის წარმოდგენები თეატრში 11-12 იანვარს გაიმართება. მოსაწვევები ბავშვებს წინასწარ დაურიგდებათ.

აღნიშნული საშობაო საჩუქრისთვის მერიის ,,კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამიდან“ 6000 ლარი გაიხარჯება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, საახალწლო წარმოდგენა 3, 4 და 5 იანვარს გორის კულტურის სახლშიც გაიმართა, სადაც თოვლის ბაბუის საჩუქარი 1800-მა ბავშვმა მიიღო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო