სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა, ქართველი ხალხის სახელით თანადგომა გამოუცხადა მას და დაღუპულთა ოჯახებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

"მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამ დღეებში დაატყდა თავს თქვენს ქვეყანას. დღეს ყველა ერთად ვგლოვობთ ავია კატასტროფის შედეგად დაღუპულ ადამიანებს.

მე და ქართველი ხალხი მთლიანად ვიზიარებთ ამ ტკივილს.

ახლა ჩვენ მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო.

გისურვებთ გამძლეობასა და განსაცდელთან ღირსეულად გამკლავებას“,- აღნიშნულია წერილში.

საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილი უკრაინის ელჩს, საქართველოში იგორ დოლგოვს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია სულავამ გადასცა და თავადაც გააკეთა ჩანაწერი თბილისში უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა