"მედიის განვითარების ფონდის" ორგანიზებით, მედიაწიგნიერების ფორუმი გაიმართა

"მედიის განვითარების ფონდის" (MDF) ორგანიზებით, მედიაწიგნიერების ფორუმი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი იყო: თემატური სემინარები, თამაშების ბაზრობა, ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევის პრეზენტაცია და ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის დაჯილდოების ცერემონია, სადაც პრიზი გამარჯვებულს აშშ-ის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსმა, ქეთრინ შვაიცერიმა გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "მედიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა, თამარ კინწურაშვილმა განუცხადა, პროექტის მიზანი არის ის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს უნარი გადაამოწმოს ყალბი ინფორმაცია, ვინაიდან, ციფრული მედიის ეპოქაში დღეისთვის ყველა ჟურნალისტია და მოქალაქეებს არ აქვთ პროფესიული რედაქტირების უნარები. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რუსული დეზინფორმაციის გამოწვევის პირობებში.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა გზით, ეს იქნება ონლაინ თამაშებით, სემინარებით, თუ კვლევებით ამ პროცესს ხელი შევუწყოთ. ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა კონკურსში. დაჯილდოვდა საუკეთესო გამარჯვებული. მიმდინარეობს ონლაინ თამაშები, სადაც ტროლების იდენტიფიცირებას, ყალბი ინფორმაციის ამოცნობის უნარებს ეცნობიან ახალგაზრდები“, - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

პროექტის მხარდამჭერია აშშ-ს საელჩო საქართველოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა