აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს საიუბილეო თარიღი მიულოცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების 60-წლიანი კვლევა-ძიების შედეგების წარდგენის შემდეგ, მკვლევარებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა. საიუბილეო საღამოს ფარგლებში მოეწყო ინსტიტუტის ექსპედიციებისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგების ამსახველი ფოტოგამოფენა.

მათივე ინფორმაციით, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელები, ხოლო ღვაწლმოსილ მეცნიერს ნოდარ კახიძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და ბსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ჯილდო გადაეცათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა