მამუკა ხაზარაძე - ეროვნული ბანკის თანამშრომლები ფინანსთა მინისტრის კაბინეტში დღე და ღამეს ათენებდნენ, ბანკებს იბარებდნენ - აბა, დროზე!

იცით, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომლები ფინანსთა მინისტრის კაბინეტში დღე და ღამეს ათენებდნენ, რომ ბანკებს იბარებდნენ, აბა, დროზე! რომელი სისტემა გინახავთ, რომელიც ერთ თვეში წამოხტება და იტყვის, მოდით, ეს მილიარდნახევარი ჩამოვწეროთ ხუთ მილიონად, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა მამუკა ბახტაძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ე.წ შავი სიის შესახებ საუბრობს.

„მინდა გითხრათ, რომ მილიარდნახევარში, რომელიც ეგრეთ წოდებულად ჩამოწერეს და ბანკებს აკიდეს, ძირითადი, უზარმაზარი ნაწილი, იცით, „თიბისი ბანკის“ რამხელა პროცენტი იყო ამ მილიარდნახევარში?! 6 %. იცით, რომ ჩვენ ეროვნულ ბანკში წერილი გავგზავნეთ, მოვთხოვეთ, რამდენად სწორია ამის გაკეთება და თქვეს, რომ ჩვენი საქმე არ არის. იცით, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომლები ფინანსთა მინისტრის კაბინეტში დღე და ღამე ათენებდნენ, რომ ბანკებს იბარებდნენ, აბა, დროზე! რომელი სიტემა გინახავთ, რომლიც ერთ თვეში წამოხტება და იტყვის, მოდით, ეს მილიარდნახევარი ჩამოვწეროთ ხუთ მილიონად. ყველაფერს აქვს თავისი დრო, სიმართლის თქმას თავისი დრო. სამწუხაროა, რომ ადამიანები დღესაც კიდევ ჩუმად არიან. ყველას ვგულისხმობ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. არავის ვადანაშაულებ, ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების თავის წესი, მაგრამ თუ ჩვენ ამ ქვეყანაზე ვფიქრობთ, არ შეიძლება კონფორმისტებად გადავიქცეთ. პირდაპირ ვლაპარაკობ, რაღაც მომენტში მეც ვიგრძენი, რომ რაღაც სისტემის ნაწილი ვარ, რომლის გარღვევა არ შეიძლება, იმიტომ, კი არა, რომ გეშინია. იმიტომ, რომ შენს თანამშრომელს „დაარტყამენ“, ასევე უამრავ ადამიანს, რომელიც შენს ბიზნესზეა დამოკიდებული, იქ პროექტს გააჩერებენ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, თვითონ კი არ უნდა გამოდიოდეს ახლა და საბანკო სექტორს კი არ უნდა იცავდეს, არამედ უნდა გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვინც საბანკო სექტორში მუშაობს.

„უნდა გამოდიოდეს საბანკო ასოციაცია და უნდა არქმევდეს, რომ ეს არის მიკროსაფინანსო კრედიტებით გაუბედურებული ხალხი, უნდა თქვას, რომ ქართული საბანკო სექტორი არის ყველაზე დაბალპროცენტიანი რეგიონში, უნდა თქვას, რომ „თიბისი ბანკს“ მაგ შემთხვევაში სტატისტიკურად, ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძე,

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისა და აღნიშნულ თემაზე პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა, რომელითაც მამუკა ხაზარაძე სიცრუეში დაადანაშაულა.

ამასთან, ბახტაძე განცხადებაში წერს: “ასეთი ბრალდებების შემდეგ არც იმას გამოვრიცხავ, ბატონმა ხაზარაძემ თქვას, რომ ვაიძულე, დაეთმო ის საკრედიტო პორტფელი, რომელიც საქართველოში ე.წ „შავი სიის“ პრობლემის მოსაგვარებლად „ქართუ ფონდმა“ საქართველოს მთავრობის თხოვნით გამოისყიდა, რამაც საშუალება მისცა ასი ათასობით მოქალაქეს, აქტიურ ეკონომიკაში დაბრუნებულიყო და ახალ წელს ვალების გარეშე შეხვედროდა. როგორც არაერთხელ განვაცხადე, ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება თავიდან რომ მიწევდეს, ანალოგიურად მოვიქცეოდი“.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში