ირანი უკრაინული თვითმფრინავის „უნებლიედ“ ჩამოგდებას აღიარებს

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი "ადამიანური გადაცდომაა" და მათ „ბოინგ 737“„უნებლიედ“ ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თვითმფრინავი მაშინ ჩამოაგდეს, როცა ის „ირანის რევოლუციური გვარდიის“ კუთვნილ „სენსიტიურ ტერიტორიას“ მიუახლოვდა.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავე პირი სათანადოდ აგებს პასუხს.

აღსანიშნავია, რომ ირანი აქამდე კატეგორიულად უარყოფდა ვარაუდებს იმის შესახებ, რომ უკრაინული „ბოინგ 737“ დედაქალაქთან ახლოს ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში