აჭარის უმაღლესი საბჭოს 16 თანამშრომელს სერტიფიკატი გადასცეს

საქართველოს პარლამენტის აპარატისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარეს, თემაზე „საპარლამენტო კონტროლი“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მისასალმებელი სიტყვების დასრულების შემდეგ, დავით გაბაიძემ, გივი მიქანაძემ და ზურაბ ჭურკვეიძემ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს უმაღლესი საბჭოს აპარატის 16 თანამშრომელს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში დისტანციური სწავლების კურსი გაიარეს.

უმაღლესი საბჭოს ცნობით, დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს, მადლობის ნიშნად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედალი გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა