ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი დოზა

სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობის მედიკამენტი. ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აუდიტის სამსახურის ანგარიშის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

გამყრელიძის განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების მედიკამენტი, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი.

„იქ ჩამოიწერა, როგორც მე ინფორმაცია მაქვს დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-დან 1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. 16 ათასი ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი და არ მოდის და მკურნალობაში არ ერთვება, იმ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს მკურნალობაში ჩაერთოს, მისთვის მარაგი ხომ უნდა გვქონდეს. თქვენ ვერასდროს ვერ იანგარიშებთ ერთი ერთზე, ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს. არ არის ეს ნახევარი მილიარდის ღირებულების, ეს არის 2000 კოლოფი, რომელიც არის სულ 2 თვის სამკურნალო დღევანდელი მიმდინარეობით, რომლის დღევანდელი ღირებულება არის რამოდენიმე ასეულჯერ ნაკლები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში