ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სათავო ოფისში ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენ, სტუმრები განათლების სამინისტროდან, საზოგადო მოღვაწეები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის ჩინეთიდან პირველად ესტუმრნენ მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები: ჩინეთის განათლების მეცნიერებების აკადემიის განათლების განვითარების და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი უ ნი, განათლების განვითარებისა და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი სიუ ჭენგჭუნგი და სხვა სტუმრები.

ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ: ინსტიტუტის დამფუძნებელი ქანგ ჭენგი, დირექტორი ელი ელისაშვილი, უ ნი და სიუ ჭენგჭუნგი.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ინსტიტუტის დირექტორის, ელი ელისაშვილის მიერ თარგმნილი პირველი ჩინურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ჩინეთში, ხოლო მეორე გამოცემა შესრულდება საქართველოში.

დირექტორი ელი ელისაშვილი „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

„დღეს არის ჩვენი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი. ეს არის ძალიან კარგი მოვლენა და სასიხარული მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჩინეთით და ჩინეთის კულტურით, ჩინური ენის სწავლით. დღესდღეობთ საქართველოში ძალიან ცოტაა ჩინური სასწავლებლები, სადაც პროფესიულ დონეზე ჩინური ენის სწავლებას უზრუნველყოფენ, ხოლო ჩვენ გვყავს ნამდვილად ყველაზე პროფესიონალი პედაგოგები საქართველოს მასშტაბით, ასევე ჩინეთიდან მოწვეული პედაგოგები. ინსტიტუტი ორ ლოკაციაზეა განთავსებული, ორივე ფილიალი თბილისის ცენტრალურ უბნებშია და ვიღებთ ყველა მსურველს 9 წლის ასაკიდან - გვაქვს ბავშვებისა და უფროსების ჯგუფები, ასევე, დიდი ასაკის მსმენელებიც გვყავს. ვთავაზობთ მათ ჩინური ენის ხარისხიან სწავლებას და სხვადასხვა ღონისძიებას, რათა გაიცნონ ჩინეთი და ეზიარონ ამ კულტურას. ღონისძიებებს ვატარებთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის, კულტურული გაცვლის თვალსაზრისით. ასევე, გვექნება გაცვლით პროგრამები, საუკეთესო სტუდენტები გაემგზავრებიან ჩვენს პარტნიორ სასწავლებლებში, ჩინეთში, ამას გარდა, გვექნება საზაფხულო სკოლები ჩინეთში. სამომავლოდ, უკვე შემდეგი სემესტრიდან სხვა აღმოსავლური ენების სწავლებასაც ვაპირებთ. 30 სექტემბერს დავიწყეთ მეცადინეობა და პირველი სემესტრი წარმატებით დავასრულეთ. ამჟამად ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს“, - განუცხადა ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ინსტიტუტის დამფუძნებელმა ქანგ ჭენგმაც.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ყველა შევიკრიბეთ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის გახსნაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის შექმნაც მოხდა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია განათლებისთვის და ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებისა და შემდგომი წინსვლისთვის“, - აღნიშნა ჭენგი.

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაარსებულია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მიერ. აღნიშნული ჯგუფის ქოლგის ქვეშ ჩინეთში, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა სასწავლებელი.

ინსტიტუტი ემსახურება ჩინური ენის სწავლებას, იმ მრავალმხრივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოებისთვის ჩინური კულტურის უკეთ გაცნობას და პირიქით. აგრეთვე, ჩინეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ინსტიტუტი არის საქართველოში პირველი სრულიად დამოუკიდებელი ამ ტიპის კერძო სასწავლებელი. ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი სერიოზული ინვესტორი განათლების სფეროში, ამჟამად განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით 3 მლნ ლარს, სამომავლოდ იგეგმება ინვესტირება პროფესიული განათლების სფეროში.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა