პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“  ფარგლებში,  დღეს წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტი სახელწოდებით - „თბილისის ისტორიები საკრებულოდან”, 2020 წლის პირველი ღონისძიებით დღეს გაგრძელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით დაწყებული პროექტი იანვრის თვეში თბილისის ისტორიის შესახებ შედგენილი წიგნის პრეზენტაციას დაეთმო.

მარიკა დარჩიას თქმით, წიგნი ,,თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი. თბილისი 1918-1921 წლებში“ თბილისის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ვითარების შესახებ საინტერესო ისტორიებს აერთიანებს.

„პროექტის ფარგლებში წელს პირველი შეხვედრა გაიმართა და მეკვლეებად ავტორები ავირჩიეთ, რომლებმაც შესანიშნავი წიგნი შექმნეს. ის არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც საინტერესო გამოცემაა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თბილისის ისტორიას ქართულსა და ინგლისურ ენებზე გვიამბობს“, - აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე უძღვებოდა, მომხსენებლები კი თავად წიგნის ავტორები: ოთარ ჯანელიძე, ალექსანდრე დაუშვილი და მირიან ხოსიტაშვილი იყვნენ.

ღონისძიების ფარგლებში, საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში უნიკალური ფოტომასალაც გამოიფინა.

შეხვედრას საკრებულოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომელთაც საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა