ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იქნება

დღეს, ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) იმართება, რომელშიც "დინამო თბილისი" მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძეა. A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის "ბორუსია", ლევერკუზენის "ბაიერი" და "შალკე 04" იასპარეზებენ.

"მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს "დინამო თბილისის" სახელით გამოვდივართ და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბები არიან წარმოდგენილები. 19 იანვარს უკვე ბათუმში გაიმართება ტურნირი ნაკრებების დონეზე, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დაწყების წინ.

"დინამო თბილისის" ინფორმაციით, მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში მისულ ქართველ ვეტერან ფეხბურთელებს ფანები დახვდნენ. კახა კალაძემ სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. ‪

„დინამო თბილისსა“ და ლევერკუზენის ბაიერს შორის მატჩი 20:45 საათზე დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა