ვარკეთილში, "ანას ბაღთან" "პარტიზანი მებაღეების" წევრებმა მშენებლობის კედლებზე პლაკატები გააკრეს

ვარკეთილში, ,,ანას ბაღთან” მიმდინარე აქციაზე ,,პარტიზანი მებაღეების” წევრებმა მშენებლობის კედლებზე საგანმანათლებლო პლაკატები გააკრეს.

,,პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენლის, ნატა ფერაძის თქმით, საგანმანათლებლო საქმიანობით, პოლიტიკური აქტივიზმითა და ყველა ხერხით იბრძოლებენ ბოლომდე, რათა აღნიშნული პროტესტი ადგილობრივების გამარჯვებით დამთავრდეს.

,,ეს არის ამონაკრები, თუ რას იწვევს ჰაერის დაბინძურება და რას იწვევს დამახინჯებული კანონები. ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე მოირგო ამ ქვეყანაში მშენებლობის კანონები პანორამას მშენებლობისთვის და ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობის თვითშეგნება გაიზარდოს. ეს ცდება ამ ეზოს პროტესტს, ეს არის მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი და მინდა, იყვნენ ინფორმირებულები, თუ რას ვნებს უკანონო მშენებლობები. ვარკეთილის მოსახლეობა არის შემართებით და ყველანაირად გავუმაგრებთ მხარს, იწყებენ სამართლებრივ ბრძოლას, საგანმანათლებლო საქმიანობა პოლიტიკური აქტივიზმითა და ყველა ხერხით ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს შემთხვევაც დასრულდეს ისე, როგორც დასრულდა ვაკის პარკი”, - განაცხადა ნატა ფერაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა