ანონსი 13 იანვარი

13 იანვარს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 იანვარს, 11:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში პარტიის ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმე.

მის: „თბილისი ცენტრალის“ მეორე სართული

საკონტაქტო: 577403734

13 იანვარს, 11:00 საათზე, ადმიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ორგანიზაციის ოფისში, თემრილან მაჩალიკაშვილის საქმესა და შეაფასებს საქმეში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ირ. აბაშიძის #12 ბ

საკონტაქტო: სალომე აჩბა- 593 73 75 03

13 იანვარს, 11:00 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა-599726565

13 იანვარს, 11:30 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დავით ჭიჭინაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქ. #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა-599726565

13 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებთან შეხვედრას გამართავს.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

13 იანვარს, 14.00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციის საკითხებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

მის: კახეთის გზატკეცილი 99

13 იანვარს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ გამართავს კვლევის პრეზენტაციას - „მსმ და ტრანს* მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“.

მის: რესპუბლიკის მოედანი #1

13 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება 31 დეკემბერს დაკავებულების ზუკა ბერძენიშვილის, ბექა კოკაიას, გიორგი მუმლაძის, ლაშა ბურდულის და ზურაბ მჟავანაძის სასამართლო სხდომა.

13 იანვარს, 17:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას შემოქმედებითი საღამო, რის შემდეგაც კინოთეატრ "რუსთაველის" წინ გაიხსნება მისი სახელობის "ვარსკვლავი".

13 იანვარს, 17:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებას -,,კალანდა 2020“ დაესწრება.

მის: ოზურგეთი, სოფელი დვაბზუ,შალვა რადიანის მუზეუმი

13 იანვარს, 18:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის მუნიციპალეტის, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში „კალანდა 2020“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს