„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ირანში მშვიდობიან დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუხსნეს

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც ასახავს ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევას. თუმცა, გამოცემა წერს, რომ ირანის ოფიციალურ წყაროებს მათი ავთენტურობა არ დაუდასტურებიათ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ იყენებენ სამართალდამცველები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და ცეცხლსასროლ იარაღს. მედია წერს, რომ მკაცრად ჩაკეტილი მედია სივრცის გამო, ვერ ხერხდება დადგინდეს, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში.

კადრებში, რომელიც ვრცელდება ჩანს, რომ მოვლენები თეირანის თავისუფლების მოედანზე იმართება, სადაც დემონსტრანტები უზენაესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გადადგომას ითხოვენ.

ირანში მიმდინარე მოვლენებს ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. მან „ტვიტერში“ ფარსისა და ინგლისურ ენებზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თეირანს მოუწოდა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ იბრძოლონ: „ნუ დახოცავთ თქვენს მომიტინგეებს. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით და დააპატიმრეთ. მთელი მსოფლიო გადევნებთ თვალს! ჩართეთ ინტენეტი და ნება მიეცით ადამიანებს თავისუფლად გამოთქვან პროტესტი. შეწყვიტეთ საკუთარი დიდებული ხალხის მოკვლა!“-დაწერა ტრამპმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ