იმერეთის დელეგაციამ კუიავსკოს და პომორსკის რეგიონის გაერთიანებული პოლონეთის შემადგენლობაში დაბრუნების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

იმერეთის დელეგაციამ კუიავსკოს და პომორსკის რეგიონის გაერთიანებული პოლონეთის შემადგენლობაში დაბრუნების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ხელმძღვანელობდა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახ. ანსამბლის კონცერტები. მათ ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს მარშალის ეგიდით გამართულ საქველმოქმედო მეჯლისზე.

ღონისძიებებში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

„რეგიონებს შორის თანამშრობლობის ფარგლებში 26-29 იანვარს ქუთაისში ქართულ-პოლონური მეგობრობის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიალი გაიმართება, რომელშიც კუიასვკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკას სავოივოდოს ოფიციალური დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს