კახაბერ გვანცელაძემ საბავშვო ბაღების შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები დაათვალიერა

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში მდებარე N55, N4 და N150 ბაგა-ბაღებში მიმდინარე გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები დაათვალიერა.

„N4 და N55 ბაღების შენობების მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მათი პროექტები წელიწადზე მეტ პერიოდზე იყო გათვლილი და სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. N55 ბაღი ალტერნატიულ ფართში აგრძელებს ფუნქციონირებას, ხოლო N4 ბაღის კონტინგენტი ახლომდებარე ბაღშია გადანაწილებული, შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი ამ პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, არ ფერხდება,“ - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.

ცნობისთვის, სამივე ბაღის გამაგრების სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, მათგან N150 ბაღმა სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განაახლა და იქ ამჟამად, გარე პერიმეტრზე დარჩენილი სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება N55 და N4 ბაღებს, ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები შედარებით გრძელვადიანია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორივე ობიექტზე სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა