რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო სხდომა ჩატარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბრალდებული გიორგი ჭანტურია, ახალ ადვოკატთან - ვასილ მამულაშვილთან ერთად გამოცხადდა. როგორც სხდომის მიმდინარეობისას გაირკვა, გიორგი ჭანტურიამ ადვოკატ ბექა ბასილაიას 10 დეკემბერს, აცილება მისცა და სასამართლოსგან ახალი ადვოკატის ასაყვანად გონივრული ვადა ითხოვა, შემდეგ კი ადვოკატი კვლავ შეცვალა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა, მოსამართლე მადონა მაისურაძეს, საქმის მასალების გასაცნობად ორთვიანი ვადის მიცემა და პროცესის ამ დროით გადადება სთხოვა. ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალები 16 ტომია, ასევე არის უამრავი ვიდეოფაილი სანახავი და გონივრული ვადა სჭირდება იმისთვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები სრულფასოვნად დაიცვას.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და შემდეგი სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღად 29 იანვარი განსაზღვრა, რასაც ადვოკატის და თავად გიორგი ჭანტურიას მხრიდან მასთან შეკამათება მოყვა.

მოგვიანებით კი ვასილ მამულაშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობის საკითხი დააყენა, რაც მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მას ეჭვი აქვს, რომ ადვოკატის რამდენჯერმე შეცვლით, ბრალდებული შეგნებულად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას.

,,10 თვეა ვიხილავთ დაცვის მხარის მტკიცებულებებს. თქვენი კალენდრით და თქვენი დროით ვერ ვიმოქმედებთ. საქმის გაჭიანურების მცდელობას აქვს ადგილი. ორკვირიან ვადას გაძლევთ კიდევ“, - განაცხადა მოსამართლე მადონა მაისურაძემ სხდომის მიმდინარეობისას.

სხდომის დასრულებისას ადვოკატ ვასილ მამულაშვილს და გიორგი ჭანტურიას კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე, 2018 წლის 15 იანვარს, რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში მოკლული ნახეს. პროკურატურამ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით გიორგი ჭანტურია, იმავე წლის აგვისტოში რუსთავში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ დააკავა, ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღეს. დაკავების შემდეგ, გიორგი ჭანტურიას ბრალი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარებაზე წაუყენა გამოძიებამ. 2019 წლის 3 მაისს კი ის პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს