„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილს გურიაში ლობიოთი და  პრასით დახვდნენ

გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.

საკრებულოს წევრების თქმით, მათ არ უშვებენ კალანდობის დღესასწაულზე, რაც დაუშვებელია.

„ვინ მისცა სალომე ზურაბიშვილს უფლება განმისაზღვროს, საკრებულოს წევრების ადგილი საკრებულოშია, თუ სხვაგან?! როგორი სამარცხვინო პრეზიდენტიც არის, ისეთი ფარჩაკი განცხადება გააკეთა მან. სალომე, პირადად ვეტყვი ამ მოღალატე ქალს, ჩემი ადგილი საკრებულოშია თუ სხვაგან“, - განმარტა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა.

ისინი იმასაც აპროტესტებენ, რომ კალანდის აღნიშვნა 18:00 საათზე იწყება.

"ეს არის ჩვენი აგდება. სალომეს ახირების გამო 6 საათზე გადმოიტანეს კალანდის აღნიშვნა, რაც ამ დრომდე არასდროს მომხდარა", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესო ქათამაძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი გურიას დღეს 3-დღიანი ვიზიტით ეწვია.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა