გიგა ბოკერია - ისე დანიშნეს მოსამართლეები, რომ საზოგადოებას არც კი უთხრეს, რატომ აარჩიეს ერთი და არა მეორე მოსამართლე

ეს დასკვნაც ისევე როგორც ის, რაც საზოგადოებამ ნახა თვითონ პარლამენტში მოსმენებისას არის კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რამდენი რამ გვაქვს შესაცვლელი ამ სფეროში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ოდირი-ს დასკვანაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მოსამართლეების შერჩევისას პოლიტიკური დაკვეთა შესრულდა.

„ამ მოსმენების შედეგად დააიგნორეს და ისე დანიშნეს მოსამართლეები, რომ არც კი უთხრეს საზოგადოებას, რატომ აარჩიეს ეს, და არა მეორე მოსამართლე. თუმცა, ბატონი გვრიტიშვილი და ამ კლანის წარმომადგენლები უფრო წინ არიან წასულები და იზოლაციის შემდეგ ეტაპზე არიან, როდესაც მთელ თავისუფალ სამყაროს, ადგილობრივ ოპონენტებს ყველას აგინებ იმიტომ, რომ სხვა გზა აღარ გრჩება იმდენად გაშიშვლებული ხარ და რა თქმა უნდა, ეს დასკვნაც, ისევე როგორც ის, რაც საზოგადოებამ ნახა თვითონ პარლამენტში მოსმენებისას არის კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რამდენი რამ გვაქვს შესაცვლელი ამ სფეროში. ოღონდ ამ ცვლილებებს წინ უნდა უძღოდეს ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის ჩამოცილება ხელისუფლებისგან არჩევნების გზით“,-აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, დასკვნაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დაკვეთა შესრულდა.

„პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დაკვეთა შესრულდა, ეს იმდენად აშკარად გაკეთდა და გახსნილმა მოსმენებმაც ხელი შეუწყო ამას არა მარტო ადგილობრივი ოპონენტებისთვის, არამედ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისთვისაც, როგორიც ოდირია. პირდაპირ ითქვა, მთელი ეს სისტემა იყო მომართული არა იმისთვის, რომ რაღაც კრიტერიუმებით მომხდარიყო დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნა, არამედ იძლეოდა შესაძლებლობას და ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებისთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა