ირანის პრეზიდენტმა პენტაგონი და აშშ-ის არმია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ პენტაგონი და აშშ-ის არმია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. აღნიშნული კანონი ირანის პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბაღდადში ამერიკელმა სამხედროებმა ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. კანონის თანახმად, ტერორისტად ითვლება ყველა, ვინც სოლეიმანის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო.

შეგახსენებთ, 3 იანვარს აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა. ის ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე და „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია, რომ სოლეიმანი ახლო აღმოსავლეთში ირანის სამხედრო პოზიციების გაძლიერებასა და ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს