ოზურგეთში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისათვის საშობაო სპექტაკლი ჩატარდა

ოზურგეთში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გურიის რეგიონში არსებული ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების, საოჯახო ტიპის სახლების, დღის ცენტრების, შშმპ ცენტრებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისათვის საშობაო სპექტაკლი ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად 19,20 და 21 დეკემბერს, საბავშვო სპექტაკლები ჩატარდა ასევე, თბილისსა და საქართველოს 11 ქალაქში. „საახალწლო, საბავშვო სპექტაკლები თბილისში 1000-ზე მეტი ბენეფიციარისათვის ჩატარდა, ხოლო რეგიონებში: ზუგდიდში, ბათუმში, ბორჯომში, გორში, რუსთავში, ხაშურში, მცხეთაში, ქუთაისში, ზესტაფონში, ფოთსა და ახალციხეში 3500-მდე ბავშვისათვის. ასევე საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული 110 ბავშვთა სახლსა და სხვა და სხვა დაწესებულებებს გადაეცათ. 14 ბავშვთა სახლს საჩუქრები პირადად გადასცეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა