ელისაბედ მეორე პრინცი ჰარისა და მეგან მარკლისათვის „გარდამავალ პერიოდს“ დათანხმდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე პრინცი ჰარისა და მისი მეუღლის მეგან მარკლისათვის „გარდამავალ პერიოდს“ დასთანხმდა, რომლის მიხედვითაც სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დროს კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში გაატარებენ.

დედოფლის თქმით, ის პატივს სცემს ჰარისა და მეგანის გადაწყვეტილებას, თუმცა ისურვებდა, რომ მათ მთელი დრო სამეფო ოჯახში გაეტარებინათ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრებას ნაწილობრივ ჩამოშორდებიან. აღნიშნულის გამო მონარქმა მთავრობას და მრჩევლებს დაავალა მომხდარიდან გამოსავალი იპოვონ. პრინცი ჰარი, რომელიც 35 წლისაა, რიგით მეექვსე ტახტის მემკვიდრე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია სამეფო ოჯახის წევრებს შორის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა