პანკისში დაგეგმილი ორი ჰესის მშენებლობა ამ დრომდე ვერ იწყება

პანკისში 2019 წელს ორი ჰესის, „სამყურისწყალი 2“-ის და „ხადორი 3“-ის მშენებლობა იყო დაგეგმილი, თუმცა მათი მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას კომპანია „ფერი“ გეგმავდა და კომპანიას ორივე ჰესის მშენებლობის ნებართვა აქვს. „ფერის“ გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კვლავ გრძელდება მოსახლეობასთან კონსულტაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული „პატრიოტი გარემოსდამცველების“ მიერ ადგილობრივების შეცდომაში შეყვანა, რომ ჰესს ბუნებაზე უარყოფითი გავლენა ექნება.

„რამე კონკრეტულის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. მშენებლობა დაწყებული არაა. გრძელდება მოსახლეობასთან კონსულტაციები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული გარემოსდამცველების მიერ მათი შეცდომაში შეყვანისგან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჰესები გარემოს ზიანს მიაყენებს. დიდი იმედი მაქვს, მშენებლობა მალე დაიწყება“, - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.

მისივე თქმით, ჰესების მშენებლობის დაწყება მხოლოდ კომპანიაზე არაა დამოკიდებული და „ერთიანი კონსენსუსი უნდა იყოს ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის.“

შეგახსენებთ,რომ„ფერის“ დირექტორი „ინტერპრესნიუსთან“ ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა, რომ 2019 წლის ნოემბერში პანკისში 27 მეგავატიანი ჰესის - „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა დაიწყებოდა. ამასთან, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში, 5 მეგავატიანი ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა და შედეგად ჰესის მშენებლობის დაწყება გადაიდო.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა