საქართველოში შვილის აყვანის მსურველი 2562 პირია, გასაშვილებელი კი 215 ბავშვია

საქართველოში გასაშვილებელი 215 ბავშვი ირიცხება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, მათგან 153 ბავშვი შშმ პირია.

მათივე ცნობით, შვილად აყვანაზე ჯამში უარს 35 ბავშვი აცხადებს.

სააგენტოს ინფორმაციით, შვილად აყავანაზე უარის თქმა ბავშვს 10 წლის ასაკის ზევით შეუძლია.

რაც შეეხება მშვილებელი პირის ოდენობას, მშვილებელი დღეის მდგომარეობით რეესტრში 2562 პირი ირიცხება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საშუაალოდ, ყოველწლიურად შვილდება 80-110 ბავშვი.

ბავშვის შვილად აყვანა შეუძლია ანუ მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს.

მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა;

მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში