ზვიად შალამბერიძე - ქართულ თეატრს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს სირთულეების მიუხედავად

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სრულიად ქართულ თეატრალურ საზოგადოებას ქართული თეატრის დღეს ულოცავს. როგორც ზვიად შალამბერიძე სოციალურ ქსელში წერს, ​170 წლის განმავლობაში მან განვითარების მრავალფეროვანი გზა გაიარა და არაერთი აღიარება მოიპოვა.

„ქართულ თეატრს ყოველთვის განსაკუთრებული დანიშნულება და როლი ჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად.

იმერეთსა და საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო, სახალხო და კერძო თეატრს, ყველა ღვაწლმოსილ თეატრალს და აღიარებულ მოღვაწეს, ახალგაზრდა თაობას, ვუსურვებ საინტერესო და სისხლსავსე შემოქმედებით ცხოვრებას, მაყურებლის სიმრავლეს, სიყვარულს და ოვაციებს“, - აცხადებს შალამბერიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს