„ალდაგის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯერ ვერ იტყვის, აუნაზღაურდება თუ არა ზარალი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტის მფლობელს

გადაჭრით ვერ გეტყვით, ანაზღაურდება თუ არა ზარალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ალდაგის“ ზარალის მენეჯერმა ბექა ფოფხაძემ, ქავთარაძის ქუჩის #3- თან მდებარე საბაჭრო ობიექტის ხანძრის შედეგებზე პასუხისას განუცხადა.

მისივე თქმით, კომპანია დეტალებს ამ დროისთვის სწავლობს.

„უნდა გადაიხედოს ხელშეკრულება და შემდეგ უკვე გავერკვევით დეტალებში. სანამ ხელშეკრულებას არ ვნახავთ, ვერაფერს გეტყვით. გუშინ ღამე მოხდა შემთხვევა და ახლა ვმუშაობთ. ვერ გეტყვით გადაჭრით, აუნაზღაურდება თუ არა ზარალი,“ - განაცხადა ბექა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, დამწვარი მაღაზიის მფლობელის ნიკა ლოლაძის განცხადებით, ქავთარაძის #3-თან მდებარე სავაჭრო ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი დაახლოებით 400 000 ლარამდეა. მისი თქმით, მაღაზია დაზღვეული ჰქონდა, თუმცა, დაზღვევას წლის ბოლოს ვადა გაუვიდა და არ იცის, აუნაზღაურებენ თუ არა ზარალს. ხანძარი ობიექტს გუშინ ღამე გაუჩნდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა