ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად, რუსმა ჰაკერებმა უკრაინულ კომპანიაზე, სადაც ბაიდენის შვილი მუშაობდა, კიბერთავდასხმა განახორციელეს

რუსმა სამხედრო ჰაკერებმა უკრაინის ენერგო კომპანიაზე, რომელშიც ჯო ბაიდენის შვილი მუშაობდა, ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს, ინფორმაციას შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, კიბერშეტევა „ბურისმაზე“ რუსეთის გენერალური შტაბის სამმართველოს „გრუ“-ს მიერ, სავარაუდოდ, ჯო ბაიდენის შვილზე კომპრომატების მოძიების მიზნით განხორციელდა. მედიის ცნობით, მოპოვებული ინფორმაცია პოტენციურად გავლენას მოახდენდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე.

თემაზე კომენტარს არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და არც „ბურისმაში“ არ აკეთებენ.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი 2014-დან 2019-წლამდე კომპანიის დირექტორად მსახურობდა. 2019 წლის ივლისში, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა, რასაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა