ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრებლებმა კირნათის ჰესთან მისასვლელი გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრებლებმა კირნათის ჰესთან მისასვლელი გზა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტეს. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ჰესის მშენებლობის გამო, მათ კომპენსაცია ვერ მიიღეს. მათივე მტკიცებით, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები და სახელმწიფო 20-მდე ოჯახს ექსპროპრეაციის წესით გასახლების ემუქრება.

სოფელ კირნათის მცხოვრებლები მოითხოვენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პროცესებში ჩაერთოს და კომპანიასთან მოსახლეობას შუამდგომლობა გაუწიოს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე შეხვდა და მთავრობასა და კომპანიასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

სოფელ კირნათის მოსახლეობამ ამ დროისთვის აქცია უკვე შეწყვიტა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს