ბათუმში, ანბანის კოშკთან, ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე აქცია იმართება

ბათუმში, ანბანის კოშკთან, ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე, საზოგადოება "ბათომი" და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კომპანია "სილქ ქროუდ გრუპისგან" განმარტებებს ითხოვენ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

"რივიერას“ ტერიტორია შემოსაზღვრულია, არ ვიცით შიგნით რა ხდება, რა სამუშაოებს ახორციელებს კომპანია, საჯარო უწყებებიდან მეტ ინფორმაციას ვითხოვთ, თუ რა სტადიაშია სამშენებლო ნებართვის პროცესი",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ექვსი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება, რასაც საზოგადოება "ბათომი" და ბათუმის მცხოვრებლებთა ნაწილი აპროტესტებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა