სალომე ზურაბიშვილი გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გურიის ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

შეხვედრისას საუბარი რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას, მხარის ეკოლოგიას, ეკოსისტემასა და მათი შენარჩუნების ხერხებს შეეხო. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონის დეცენტრალიზაციის მნიშვნელობა და განვითარების სტრატეგიები. "მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის დეცენტრალიზაციის კუთხით დაწყებული პროცესები დაჩქარებული ტემპით გაგრძელდეს",-აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა გამოყო სამი პრობლემური საკითხი, რომელებიც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს: ტენდერების პროცესის მოქნილობა, რეგიონის დეცენტრალიზაცია და მიწის რეგისტრაციის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

„გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემა, რომლებზე მუშაობასაც ჩემს ადმინისტრაციასთან და სხვა უწყებებთან ერთად ვაპირებ. ეს პრობლემები არ ეხება მხოლოდ გურიის რეგიონს, არამედ საზოგადოა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბატაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა