საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენულ სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის პრინცსა და დიდ მაგისტრს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა, რწმუნებათა სიგელები იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენულ სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის პრინცსა და დიდ მაგისტრს, მის უმაღლესობა ფრა’ ჯაკომო დალა ტორე დელ ტემპიო დი სანგუინეტოს გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო სამინისტროდან აცნობეს, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩისა და ფრა’ დალა ტორეს შეხვედრა, რა დროსაც განხილულ იქნა ორდენსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და მცოცავ ანექსიაზე.

ელჩმა მადლობა გადაუხადა დიდ მაგისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„შეხვედრის დასასრულს დიდმა მაგისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში. საქართველოს ელჩმა ფრა’ დალა ტორეს საჩუქრად გადასცა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი და წიგნი „შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა