გიგა ბოკერია „ბასიანთან“ მომხდარზე - თუ არ არის პოლიტიკური ოპონენტი, კრიმინალთან მიმართებით ხელისუფლების გზავნილია, რომ უნდა იყვნენ ლმობიერები

თუ არ არის პოლიტიკური ოპონენტი, ზოგადად, კრიმინალთან მიმართებით ამათი გზავნილია, რომ უნდა იყვნენ ლმობიერები, რადგან ამ სამყაროსთან, ამ ტიპის ცხოვრების წესთან ისინი არიან ერთ სულ და ერთ ხორც,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ „ბასიანის“ ფაქტზე დაკავებულმა პირმა ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა, მის მიმართ წაყენებული ბრალი „ივანიშვილის რეჟიმის სულისკვეთების ნაწილია“.

„ლაპარაკია, რა გზავნილი აქვს ხელისუფლებას ამ ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით, როცა ადამიანმა საფრთხეში ჩააგდო იქ მყოფი უამრავი პირის სიცოცხლე. როგორც ჩვენ ვიცით, მოწმეების ჩვენებიდან მოტივიც ჩანდა ხომ? - უნდა დაგხოცოთ ყველა. ასეთ ვითარებაში ამ ტიპის დამოკიდებულება, რომ საწყის წერტილად იღებენ ლამის ხულიგნობის მუხლს, უგულავას რომ ბრალი წაუყენეს, ისეთ ბრალს, ეს არის ნაწილი იმ სულისკვეთების, იმ კლიმატის, რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველა არჩევნებზე ამ სამყაროს წარმომადგენლებთან ისინი არიან შეკრულნი და ეს, რა თქმა უნდა, დიდი ფაქტორია მათ მოტივაციაში, როგორც ჩანს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, როდესაც სრული კონსენსუსია, რომ ადამიანმა უმძიმესი საფრთხის ქვეშ დააყენა იქ მყოფი ადამიანები, ეს გზავნილი კიდევ ერთი უტიფრობაა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. თუ არ არის პოლიტიკური ოპონენტი, ზოგადად, კრიმინალთან მიმართებით ამათი გზავნილია, რომ აქ უნდა იყვნენ „ლმობიერები“, რადგან ამ სამყაროსთან, ამ ტიპის ცხოვრების წესთან ისინი არიან ერთ სულ და ერთ ხორც. ყველა არჩევნებზე ამ ტიპის ადამიანები არიან მათ გვერდით“,- განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა