ილია ჯიშკარიანი გამომძიებელს - თამთა თოდაძე "პახმელიაზე" არ იყო"?

საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესზე გამომძიებელ ვიქტორ მახარაძეს კითხავენ.

ჩვენებაში გამომძიებელი თამთა თოდაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით საუბრობს, რა დროსაც განაცხადა, რომ თამთა თოდაძე შემთხვევის დღეს აღელვებულ მდგომარეობაში იყო.

"პახმელიაზე" არ იყო"? - მიმართა კითხვით ბრალდებულმა ილია ჯიშკარიანმა გამომძიებელს, რასთან დაკავშირებითაც, მოსამართლემ ბრალდებულს სთხოვა თავი შეეკავებინა.

თამთა თოდაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა