რუსთავში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

რუსთავში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ამ თარიღთან დაკავშირებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა გადმოფინეს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიების მონაწილე ბავშვებმა, სიმბოლურად ცაში ეროვნული დროშის ფერების საჰაერო ბუშტები გაუშვეს.

სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

“დღეს, ქართული დროშის დღეს აღვნიშნავთ. მნიშვნელოვანია ეს დღე, რადგან თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს იმ ეროვნული სიმბოლიკის მნიშვნელობა, რაც ქართული ტრადიციების მატარებელია. ნებისმიერი ასაკის ადამიანს უნდა უყვარდეს და პატივს სცემდეს სახელმწიფო სიმბოლოებს და დროშას. მინდა ის სიყვარული, რაც ბავშვებმა გამოავლინეს დღეს, ყველა თაობაში იყოს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ცნობისთვის, საქართველოში, სახელმწიფო დროშის დღე, პირველად, 2012 წლის 14 იანვარს იზეიმეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო