მარიამ კუბლაშვილი - გამომძიებელს კითხვა დავუსვით, ჩაუტარდა თუ არა თამთა თოდაძეს ალკოტესტი - საგამოძიებო ორგანოს ვალდებულებაა, დასაკითხი მოწმე შეამოწმოს

გამომძიებელმა დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც თამთა თოდაძემ 112-ში დარეკა და თავისი პოზიცია დააფიქსირა, შემთხვევის ადგილის დაცვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი, დაზარალებული მხარე აპელირებდა, თითქოს, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ჩატარდა, - ამის შესახებ საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო ორგანოს თამთა თოდაძე ალკოტესტზე უნდა შეემოწმებინა, რაც მათ არ გაუკეთებიათ.

„გამომძიებელს კითხვა დავუსვით, ჩაუტარდა თუ არა, თამთა თოდაძეს ალკოტესტი, ვინაიდან მან თავად განაცხადა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მნიშვნელობა არ აქვს, ალკოჰოლი რამდენი მიიღო მან, საგამოძიებო ორგანოს ვალდებულება გააჩნია დასაკითხი მოწმე შეამოწმოს, რამდენად ადეკვატურია ის“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა