ანონსი 15 იანვარი

15 იანვარს, 09:30 საათზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N160 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლებას გაეცნობა.

მის: ვარკეთილის ზემო პლატო, მე-2 მ/რ, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. N37ა. (გადასახვევი ჯავახეთის ქუჩიდან).

საკონტაქტო: ნინო გულბათაშვილი - 595169163

15 იანვარს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მორიგ განცხადებას გააკეთებს.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64.

საკონტაქტო: 577403734

15 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64.

საკონტაქტო: 577403734

15 იანვარს, 11:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური მდივნის მოადგილე გური მენაბდიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გავრცელებული ინფორმაცია, ბაზარზე ახალი ნარკოტიკული საშუალების გავრცელებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება.

მის: გალის ქ. #1

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

15 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟიული შარტავას N7

15 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს და საქსტატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

მის: ცოტნე დადიანის 30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

15 იანვარს, 11:00 საათზე, ზუგდიდის ტექნო-პარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგია/სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ქ. ზუგდიდი

საკონტაქტო: ედიშერ ბაღათურია - 555 658 686

15 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 იანვარს, 11:00 საათზე, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად, სოფელ ქვეშში ახლად გარემონტებული საჯარო სკოლა გაიხსნება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გვაზავა.

15 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. სერგეი შამბას განცხადება ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო: 593 53 45 24

15 იანვარს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია გვაზავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. სერგეი შამბას განცხადება ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო: 593 53 45 24

15 იანვარს, 12:00 საათზე და 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოში „ანას ბაღთან" აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებს ლაშა ჩხარტიშვილი სოლიდარობის ნიშნად დაესწრება.

საკონტაქტო: 558-29-69-80 ლაშა ჩხარტიშვილი

15 იანვარს, 14:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილის გადაცემის ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

მის: თავისუფლების მოედანი, საკრებულოს შენობის წინ.

საკონტაქტო: 599 499 004 - თათია წერეთელი

15 იანვარს, 18:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით ბადრი ჯაფარიძე და ანა ნაცვლიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

მის: „თბილისი ცენტრალის“ მეორე სართული

საკონტაქტო ნომერი: 577403734

15 იანვარს, 20:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: მთავრობის, მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა